მოდული 6
ამ მოდულის ფარგლებში ვისაუბრეთ თუ როგორ შევძლებთ ჩვენი პროექტის განხორციელებისას განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას პროცესში და მათ ინტერესებს მორგებას. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სახეები: შინაარსი, პროცესი, პროდუქტი და სასწავლო გარემო. და ვიმსჯელეთ სხვადასხვა ხერხებზე და აქტივობების ტიპებზე რომელთა გამოყენებაც შეგვეძლება სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეების პროექტში ეფექტურად ჩართვისთვის. მივედით დასკვნამდე, რომ ყველა ტიპის შემსწავლელთა საჭიროების დასაკმაყოფილებლად უმჯობესია საფეხურებრივი სწავლება და სკაფოლდინგი. ეს მოსწავლეთა თავდაჯერებულობას გაზრდის და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სეუწყობს ხელს.
მოდული 7
დღევანდელი სესიის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან აქტივობად მიმაჩნია კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროექტის განხორციელების სტრატეგიებს განხილვა. ჩემს მიერ შექმნილი ბლოგების შეფასებამ და რეფლექსიამ სხვა თვალით შემახედა ჩემს ნამუშევარზე და საბოლოო ცვლილებების შეტანისა და სრულყოფისთვის იდეები მომაწოდა. წინ პრეზენტაციები გველის და სათანადოდ უნდა მოვემზადო.
მოდული 8
დღეს მასწავლებელთა ნამუშევრებს გავეცანი. ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი იყო, რომლებმაც მომავალში სამუშაო პროექტზე სამუშაო იდეებიც გამიჩინა. ჩემი პროექტიც წარვადგინე. მივიღე საინტერესო კითხვები და შენიშვნები, რომლების ნამდვილად გასათვალისწინებელია.
ამ ტრენინგმა ჩემს პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პროექტზე მუშაობის გამოცდილება ნამდვილად არ მქონდა აქამდე და სულ სხვანაირად წარმომედგინა ეს პროცესი. ახლა, დეტალურად დაგეგმილი ტრენინგისა და ძალიან გამოცდილი ტრენერის დახმარებით სურვილი გამიჩნდა პროექტებში ჩავრთო ჩემი მოსწავლეები და მეც კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი გამოცდილება ამ კუთხით.

No comments:
Post a Comment