Sunday, November 3, 2013

მოდული 3

დღეს განვიხილეთ თუ როგორი ძლიერი ინსტრუმენტია ინტერნეტი პროექტისთვის საჭირო ძიების, კვლევისა და თანამშრომლობისთვის. ამ ინსტრუმენტის გამოყენება ეფექტურია სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ვისაუბრეთ სწრაფი კავშირების დამყარების შესაძლებლობის მომცემ ინტერნეტ საშუალებებზე როგორიცაა ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები. ასევე ბლოგებზე, ვიკზე და ინტერნეტ თანამშრომლობით დოკუმენტებზე, როგორც მოსწავლეების პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობების საშუალებებზე.

მე 4 მოდულის ფარგლებში განვიხილეთ თუ როგორ დაგვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობისას სასურველია გაეცეს პასუხი სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას დემონსტრირება.  ვისაუბრეთ იმაზე, რომ პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს. გავიმეორეთ ეფექტური პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

No comments:

Post a Comment