Friday, November 15, 2013

მოდული 6

ამ მოდულის ფარგლებში ვისაუბრეთ თუ როგორ შევძლებთ ჩვენი პროექტის განხორციელებისას განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას პროცესში და მათ ინტერესებს მორგებას. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სახეები: შინაარსი, პროცესი, პროდუქტი და სასწავლო გარემო. და ვიმსჯელეთ სხვადასხვა ხერხებზე და აქტივობების ტიპებზე რომელთა გამოყენებაც შეგვეძლება სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეების პროექტში ეფექტურად ჩართვისთვის. მივედით დასკვნამდე, რომ ყველა ტიპის შემსწავლელთა საჭიროების დასაკმაყოფილებლად უმჯობესია საფეხურებრივი სწავლება და სკაფოლდინგი. ეს მოსწავლეთა თავდაჯერებულობას გაზრდის და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სეუწყობს ხელს.


მოდული 7

დღევანდელი სესიის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან აქტივობად მიმაჩნია  კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროექტის განხორციელების სტრატეგიებს განხილვა. ჩემს მიერ შექმნილი ბლოგების შეფასებამ და რეფლექსიამ სხვა თვალით შემახედა ჩემს ნამუშევარზე და საბოლოო ცვლილებების შეტანისა და სრულყოფისთვის იდეები მომაწოდა. წინ პრეზენტაციები გველის და სათანადოდ უნდა მოვემზადო.


მოდული 8

დღეს მასწავლებელთა ნამუშევრებს გავეცანი. ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი იყო, რომლებმაც მომავალში სამუშაო პროექტზე სამუშაო იდეებიც გამიჩინა. ჩემი პროექტიც წარვადგინე. მივიღე საინტერესო კითხვები და შენიშვნები, რომლების ნამდვილად გასათვალისწინებელია.
ამ ტრენინგმა ჩემს პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პროექტზე მუშაობის გამოცდილება ნამდვილად არ მქონდა აქამდე და სულ სხვანაირად წარმომედგინა ეს პროცესი. ახლა, დეტალურად დაგეგმილი ტრენინგისა და ძალიან გამოცდილი ტრენერის დახმარებით სურვილი გამიჩნდა პროექტებში ჩავრთო ჩემი მოსწავლეები და მეც კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი გამოცდილება ამ კუთხით.

Sunday, November 10, 2013


მოდული 5


წყვილებში ვიმუშავეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ერთმანეთისთვის მიცემული უკუკავშირი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. მასზე დაყრდნობით შევიტანეთ ცვლილებები ჩვენს ნამუშევრებში. ამასთანავე განვიხილეთ შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის და თუ როგორ შეიძლება თვით მოსწავლეთა ჩართვა ნაშრომთა შეფასების პროცესში. ამ ყველაფრის განხილვის შემდეგ ნათელი გახდა თუ რა ცვლილებები უნდა შეგვეტანა ჩვენს ნამუშევრებში რომ უფრო კონკრეტული და სრულყოფილი გამხდარიყო. 

Sunday, November 3, 2013

მოდული 3

დღეს განვიხილეთ თუ როგორი ძლიერი ინსტრუმენტია ინტერნეტი პროექტისთვის საჭირო ძიების, კვლევისა და თანამშრომლობისთვის. ამ ინსტრუმენტის გამოყენება ეფექტურია სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ვისაუბრეთ სწრაფი კავშირების დამყარების შესაძლებლობის მომცემ ინტერნეტ საშუალებებზე როგორიცაა ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები. ასევე ბლოგებზე, ვიკზე და ინტერნეტ თანამშრომლობით დოკუმენტებზე, როგორც მოსწავლეების პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობების საშუალებებზე.

მე 4 მოდულის ფარგლებში განვიხილეთ თუ როგორ დაგვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობისას სასურველია გაეცეს პასუხი სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების და ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას დემონსტრირება.  ვისაუბრეთ იმაზე, რომ პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს. გავიმეორეთ ეფექტური პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

Saturday, November 2, 2013

დღე 4

დღეს განვიხილეთ პროექტების შეფასების სხვადასხვა მეთოდები და დავფიქრდით თუ როგორ შევძლებდით ამ მეთოდების გამოყენებას ჩვენს თემებში. პერიოდულად გავანაწილეთ სხვადასხვა ტიპის შეფასებები რათა წარმოგვეჩინა მოსწავლეთა მიღწევები და სუსტი მხარეები პროექტის თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა საშუალებებით. დაწვრილებით განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მიზნები და მნიშვნელობები.     

 



Saturday, October 26, 2013

დღე 3

ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში პროექტებით სწავლების პროცესი. დღეს მომეცა საშუალება დავსწრებოდი ტრენინგის მე-2 მოდულს და გავეცანი პროექტის შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა სასწავლო პროექტების დაგეგმვა. მოდულში შემავალი საკითხები როგორიცაა: 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, განახლებული ბლუმის ტაქსონომია, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება და სხვები საკვანძო საკითხებია პროექტზე მუშაობის პროცესისთვის. დიდი ინტერესით ვიმუშავე. თავდაპირველად ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ჩვენი ტრენერის დახმარებით იმედი მომეცა, რომ დავალებას წარმატებით დავძლევდი.